,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება.
საქმე ეხება სახელმწიფო დასაქმების პროგრამის ეპიზოდს. პროცესი 12:00 საათზე განახლდება.
სასამართლოზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. ბრალდების მხარეს სულ 3 969 მოწმე ჰყავს. ნაწილი პროცესზე უკვე დაიკითხა. რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეებს, ამ დროისათვის საქმეში 20-მდე მოწმის ჩვენებაა.