იულია ტიმოშჩენკოს გერმანიაში მკურნალობის საკითხი უკრაინის გზაზე ევროკავშირისკენ ხელისშემლელი ფაქტორი გახდა -წერს „ბი-ბი-სი".
იულია ტიმოშჩენკო გერმანიაში სამკურნალოდ ჯერ ვერ მიდის, ვინაიდან რადას ჯერ არ მიუღია ის კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც პატიმრებს საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება მიეცემათ. ამან კი შესაძლოა ხელი შეუშალოს უკრაინის ევროკავშირთან ასოციაციის შესახებ ხელმოწერას, რომელსაც რუსეთი ეწინააღმდეგება.
კანონპროექტის კენჭისყრა მომდევნო სამშაბათისათვის გადაიდო და დარჩენილ ექვს დღეში პარლამენტარებს მოუწევთ არა მხოლოდ კანონპროექტის ტექსტის შეთანხმება, არამედ ფაქტობრივად იმის განსაზღვრა თუ რა გზით განვითარდება უკრაინა.
კანონპროექტის მიღება, რომელიც პატიმრების საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალებას იძლება არის პირობა, იმისათვის, რომ ნოემბრის ბოლოს ხელი მოეწეროს შეთანხმებას ასოციაციისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ უკრაინასა და ევროკავშირს შორის.
თუმცა, უკრაინა ამავე დროს რუსეთის მხროდან მძლავრი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. რუსეთი ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერას ეწინააღმდეგება. კრემლს სურს, რომ ამის ნაცვლად უკრაინა რუსეთის, ყაზახეთისა და ბელორუსის საბაჟო კავშირში გაწევრიანდეს, რომელსაც მოსკოვი ევროკავშირის საპირწონედ მიიჩნევს.
მასალის გამოყენების პირობები