ქეთევან წამებულის ქუჩა და ისნის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია დღეს რამდენიმე წუთით გადაიკეტა.
ამ ფორმით 29-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელებმა ძველი დირექტორის სამსახურში აღდგენა მოითხოვეს.
თანამშრომლების მტკიცებით, ყოფილი დირექტორის ლალი ნოზაძის გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, რადგან ის "ქართული ოცნების" მხარდამჭერ, მოჭიდავე რამაზ ნოზაძის დედაა.
ბაღის აღმზრდელები ამბობენ, რომ მის ნაცვლად დირექტორის თანამდებობაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ქეთევან ბეჟანიშვილი დანიშნეს.
მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პატარძეულის ქუჩაზე მდებარე ბაგა-ბაღის თანამშრომლები აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.
მასალის გამოყენების პირობები