16 ნოემბერს, 14:00 საათზე, გოდერძი ჩოხელის გარდაცვალების დღეს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტურლური განვითარების ცენტრის დარბაზში გუდამაყრული პოეზიის საქველმოქმედო საღამო გაიმართება .
საღამოზე მონაწილეობას მიიღებენ პოეტები: ტარიელ ხარხელაური, მარიამ წიკლაური, მამა თავმას ჩოხელი და სხვ. ღონისძიებაზე წაკითხული იქნება გოდერძი ჩოხელის და მამუკა წიკლაურის ლექსები.
ლექსებს წაიკითხავს მსახიობი ელდინო საღარაძე, ასევე გუდამაყრის სკოლის მოსწავლეები. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს: თამარ ალადაშვილი, ეკა ბაიაშვილი, დები წიკლაურები, ფანდურა (გიორგი ბექაური).
ღონისძიებიდან შემოსული თანხა, წიგნები, რვეულები, საწერი კალმები და სხვა საკანცელარიო ნივთები გადაეცემათ გუდამაყრის სკოლის ბავშვებს.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.