ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტთან მიმართებაში უკეთესი გადაწყვეტილება მივიღოთ და პროექტის განხორციელება გავაგრძელოთ, აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერით გამოსვლისას გააკეთა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებითვე, დღეს „საქართველოს რკინიგზის" ბონდები საერთაშორისო ბაზრებზე ივაჭრება და პროექტის არასწორი დაგეგმარების გამო, რომელიც „საქართველოს რკინიგზას" დაახარალებს - ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებით, შესაძლოა კომპანიის კორპორატიული ვალდებულებების ფასზე უარყოფითად აისახოს.
„საქართველოს რკინიგზამ" მოიწვია გერმანული საექსპერტო კომპანია, რომელმაც დადო დასკვნა, რომ წლის განმავლობაში 18 გრადუსიან დახრაზე ერთი ლოკომოტივით სიარული არ შეიძლება და საჭიროა 2 ლოკომოტივი. ეს სერიოზულად ზრდის რკინიგზის დანახარჯებს და ყველაზე ცუდი რაც არის - ამცირებს მოძრაობის სიჩქარეს. ანუ გამტარუნარიანობაზე ძალიან უარყოფითად მომედებს. პირდაპირ გეტყვით, ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი გაგრძელდეს და არა მარტო ჩემი. ეკონომიკურ გუნდს გვქონდა რამოდენიმეჯერ მსჯელობა და ვეძებთ იმ ტექნიკურ გადაწყვეტებს, რომლის შემთხვევაშიც ეს პროექტები იქნება გაგრძელებული"- აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი"- განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის" განხორციელებით, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის თბილისის ცენტრიდან ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში გადატანით სატვირთო და სამგზავრო მატარებლები აღარ გადაკვეთენ თბილისის ცენტრალურ ნაწილს.
ქალაქის მერია ფიქრობს, რომ პროექტს მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია ქალაქისთვის, მათ შორის მომავალში გარემოსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების უზრუნველყოფა, ეკონომიკური გაუმჯობესება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ინფრასტრუქტურის გადატანის შედეგად გამოთავისუფლებული მიწის კომერციული განვითარების შედეგად.
პროექტი მთლიანობაში მოიცავს 30 კმ სიგრძის ახალი ორლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობასა და არსებული 10 კილომეტრიანი ხაზის რეკონსტრუქციას. ახალი ხაზი გამოეყოფა არსებულ ხაზს ზაჰესთან, გაივლის ავჭალისა და გლდანის ტერიტორიებს, თბილისის ზღვის ჩრდილოეთით მდებარე მაღლობს და შეუერთდება კახეთის არსებულ რკინიგზის ხაზს სადგურ ლილოსთან. გათვალისწინებულია კახეთის არსებული რკინიგზის ხაზის 10 კმ-იანი მონაკვეთის სადგურ ლილოსთან შეერთების წერტილიდან თბილისის მიმართულებით - გადაკეთება ორლიანდაგიან სარკინგზო ხაზად არსებული ხაზის რეაბილიტაციისა და ახალი ხაზის დამატების გზით.
პროექტი ასევე გულისხმობს სადგურ «დიდუბესა» და სადგურ «ნავთლუღს» შორის მდებარე მონაკვეთზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დემონტაჟს, რაც საერთო ჯამში, 73 ჰექტარი მიწის ნაკვეთს გამოათავისუფლებს. აღნიშნული ტერიტორია გამოყენებული იქნება ქალაქის განვითარებისთვის.
ძველი პროექტის მიხედვითვე, თბილისის ცენტრალური სადგური გაუქმდება, ხოლო «დიდუბისა» და «ნავთლუღის» სადგურებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სადგური «ნავთლუღი» მოემსახურება აღმოსავლეთი მიმართულების მგზავრებს, ხოლო სადგური «დიდუბე - დასავლეთ