31 ივლისის ღამეს კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია. დაშავებულთა რიცხვმა კი გაიზარდა 159-ს მიაღწია.
კიევის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის ტიმურ ტკაჩენკოს ცნობით, არსებული ინფორმაციით, 16 დაღუპულს შორის ორი ბავშვია.
სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დააკონკრეტა, რომ საუბარია 6 და 17 წლის ბავშვებზე.
დაშავებულთა რიცხვი 159-მდე გაიზარდა. სოლომენის რაიონში სასწრაფო სამაშველო ოპერაციები დასრულდა, სვიატოშინში კი ისევ გრძელდება.
31 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა კიევს დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს.