მოსამზადებელი ცენტრი "The Sooner The Better" იწყებს საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტს "Guidelines to Georgia".
პროექტი ითვალისწინებს ცენტრის მოსწავლეებისა და სხვა მსურველთათავის საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის ინგლისურ ენაზე შესწავლას. კონკრეტული კუთხის, ისტორიული ძეგლის შესახებ თეორიული კურსის დასრულების შემდეგ მოეწყობა ექსკურსია, სადაც მოწვეულ უცხოელ სტუმრებს გიდობას ცენტრის მოსწავლეები გაუწევენ.
"ამ პროექტის ანალოგი საქართველოში არ არის. მოსწავლეები მოტივირებულები არიან. მომავალში ვგეგმავთ პროექტის ფარგლები გავაფართოვოთ და სხვადასხვა ქვეყნის ისტორია და კულტურაც ვასწავლოთ იმავე, ნასწავლის ნახვის პირობით",- აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი