აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი იტალიისა და სან-მარინოს მთავრობებს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართავს. განცხადება დღეს რომში გამართულ პრესკონფერენციაზე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ და დავიდ სანაკოევმა გააკეთეს.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ სეპარატისტებმა რომში გამოიარეს, სადაც საზოგადოებრივ საწყისებზე ფუქნციონირებს მათი „საპატიო საკონსულოები" და პრესკონფერენციაც იქ გამართეს.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, შესაბამისი წერილები იტალიის პრეზიდენტს ჯორჯო ნაპოლიტანოს და სან-მარინოს კაპიტან-რენეგატებს ოქტომბრის დასაწყისში უკვე გაეგზავნათ.
„ჩვენ საერთაშორისო აღიარების გზაზე მივდივართ და ეს პროცესი შეუქცევადია", _ განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარო საქმეთა მინისტრმა დავიდ სანაკოევმა.
ვიაჩესლავ ჩირიკბამ კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ მათ „ევროკავშირისაგან უპირველეს ყოვლისა იმის აღიარება გვინდა, რომ ჩვენ საქართველოს შემადგენლობაში არ დავბრუნდებით".
მასალის გამოყენების პირობები