11 ნოემბერს სარემონტო  სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
„თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია: 
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, ორთაჭალის და ბერძნის ქუჩების მაცხოვრებლებს. 
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის და ჩარგლის ქუჩის მაცხოვრებლებს. შეზღუდვა აგრეთვე შეეხება №5 კლინიკურ საავადმყოფოს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, ფოცხვერაშვილის, სურამის, გოგოლის, ჩუბინაშვილის, თვალჭრელიძის, კონსტიტუციის და დოლიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის  IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის და აგრარული უნივერსიტეტის დასახლების მაცხოვრებლებს. 
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.