13 ნოემბერს, 20:00 საათზე გიტარისტი ტიბო კოვენი თბილისის ეროვნული კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტს გამართავს.
ტიბო კოვენი დღევანდელ დღეს ნამდვილად ყველაზე ნიჭიერი, ქარიზმატული და მოთხოვნადი გიტარისტია. მას იწვევენ ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალებსა და თეატრებში და გიტარით ხელში მოგზაურობს მთელ მსოფლიოში. ნიუ-იორკსა თუ ჰონკონგში, საო პოლოსა თუ ისტამბულში, ლონდონსა თუ მელბურნში ან, კიდევ, სინგაპურსა თუ თელავივში, ის გვიზიარებს საკუთარ მუსიკას. ტიბომ ყველა კონტინენტსე უკვე 1000-მდე კონცერტი ჩაატარა და ყველგან საუკეთესო კრიტიკა მიიღო. მან, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო უამრავ სატელევიზიო თუ რადიო გადაცემაში და ითანამშრომლა ცნობილ მუსიკოსებთან, კომპოზიტორებთან და სიმფონიურ ორკესტრებთან. ტიბო უკვე აღიარებულია, როგორც ნოვატორი და სიახლის შემომტანი მუსიკოსი და მას ხშირად იწვევენ ყველაზე პრესტიჟული კონსერვატორიები, უნივერსიტეტები და ფესტივალები მთელი მსოფლიოდან, სადაც ის მართავს მასტერკლასებსა და კონფერენციებს, ჟიურის როლში მონაწილეობს კონკურსებში.
წარმოშობით მუსიკოსთა ოჯახიდან, ტიბომ გიტარაზე დაკვრის შესწავლა პირველად მამასთან დაიწრო 6 წლის ასაკში.
ბორდოსა კონსერვატორიისა და პარიზის უმაღლეს ეროვნულ კონსერვატორიის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, ის საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობს. 20 წლის ასაკში, ის ერთადერთი გიტარისტია მსოფლიოში, რომელმაც საერთაშორისო კონკურსებში 13 პირველი პრიზი აიღო. ტიბო არჩეულია ქალაქ ბორდოს ელჩად და წარმოადგენს მშობლიურ ქალაქს მთელ მსოფლიოში.
ტიბომ გადაწყვიტა, თავისი მე-6 ალბომი მთლიანად მიუძღვნას მისთვის ძვირფას კომპოზიტორს დომენიკო სკარლატის.