საქართველოს მასშტაბით, 11 ნოემბრამდე გრილი და წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. 	როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" 	საუბარში  ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის უფროსმა სვეტა ნიორაძემ განაცხადა  ძლიერი წვიმა და ქარი მოსალოდნელი არ არის. 
მისივე განმარტებით, მომდევნო დღეების განმავლობაში ტემპერატურა 15-17 გრადუსამდე შენარჩუნდება. 
 
,, დღეს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი. ხვალ 9 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და წვიმაც შეწყდება, ხოლო 9-10 ნოემბერს  აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა შენარჩუნდება. თუმცა ძლიერ წვიმასა და ქარს არ ველოდებით", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნიორაძემ. 
მისივე  განმარტებით,  11 ნოემბრიდან საქართველოს მასშტაბით კვლავ გამოიდარებს.