პატიმრობაში მყოფი ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის წინა სასამართლო სხდომა 19 ნოემბრისთვის გადაიდო.
საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე კი დაცვის მხარემ პროკურორების აცილება მოითხოვა.
თუმცა დაცვის მხარის მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 26 მაისის ეპიზოდზე გაიმართა.