ისრაელის წარმომადგენლებმა პალესტინელებთან მოლაპარაკებებზე განაცხადეს, რომ მომავალი პალესტიკური სახელმწიფოს საზღვარმა უნდა გაიაროს იმ კედელზე, რომელიც ამჟამად არაბულ დასახლებების ებრაულისგან ყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ „ფრანს პრესი" ავრცელებს.
ის ინფორმაცია, რეგიონში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ჩასვლამდე რამდენიმე საათოით ადრე გაჩნდა, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას.
ამავე დროს, მოლაპარაკებებზე პალესტინური მხარის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი სახელმწიფოს საზღვარმა ე.წ. მწვანე ზოლზე უნდა გაიაროს ანუ ისრაელ-იორდანიის 1976 წლის საზღვარზე. ისრაელი მათ აქამდე პასუხობდა, რომ ეს შეუძლებელია, თუმცა სავარაუდო საზღვრის თავის ვერსიას არ ასახელებდა.
პალესატინელები უარს აცხადებენ ამ კედლის მიღებაზე, რომელსაც ისინი „აპარტეიდის უკანონო კედელს" უწოდებენ. მათივე თქმით, ეს კედელი 1967 წლის საზღვრის მიხედვით 85 % -ით მათი მიწების შიგნითაა შეწეული.
მასალის გამოყენების პირობები