სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა პარლამენტი დაითხოვა და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს დანიშნა. შესაბამის განკარგულებას ვუჩიჩმა დღეს მოაწერა ხელი.
სერბეთის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მთავრობის 7 სექტემბრის შეთავაზების საფუძველზე მიიღო. სერბეთის პარლამენტის მორიგი არჩევნები 2027 წლის დეკემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა ხელისუფლებამ მათი ვადაზე ადრე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
ვადამდელ არჩევნებს წინ უძღოდა თითქმის ორწლიანი საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც 2024 წლის ნოემბერში ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის გადახურვის ჩამონგრევას მოჰყვა. ინციდენტს 16 ადამიანი ემსხვერპლა. მას შემდეგ სტუდენტებისა და ხელისუფლების მოწინააღმდეგეების მასშტაბური ანტიკორუფციული პროტესტები მიმდინარეობს.
ვუჩიჩი, რომელსაც კონსტიტუციურად პრეზიდენტის მესამე ვადით კენჭისყრა არ შეუძლია, მმართველმა სერბეთის პროგრესულმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.