ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა გლდანში მდებარე #72-ე ბაგა-ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მინისტრი შენობაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებსაც შეხვდა.
როგორც ცნობილია, ქარიშხლის შედეგად დაზიანებული სახურავის შეკეთებაზე დევნილები მუშაობდნენ, სუბელიანის თქმით, ამით დევნილები საცხოვრებელ შენობასაც გაარემონტებენ და ფინანსური სარგებელსაც ნახავენ.
"მიუხედავად უამინდობისა სარემონტო სამუშაოები მაინც გრძელდება. მას შემდეგ, რაც ფართი გარემონტდება ამ ფართს დევნილებს დავუკანონებთ და წვიმაც აღარ ჩაუვათ", - განაცხადა სუბელიანმა.
შეგახსენებთ, რომ ქარიშხალმა თბილისში სულ დევნილთა 27 ობიექტი დააზიანა, რომელთა შეკეთება, სუბელიანის განცხადებით, ეტაპობრივად მოხდება.