გლდანის თავშესაფარში გარდაცვლილი ბავშვის ვინაობა ცნობილია, ის 10 წლის ვახტანგ მჟავია იყო.
ბავშვის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდა. ცხედარი სწორედ პროზექტურაში იპოვეს გარდაცვლილის მშობლებმა. შეგახსენებთ, რომ ბავშვი თავდაპირველად ობოლი ეგონათ, თუმცა დადგინდა, რომ მშობლები ჰყავს.
მშობლების განცხადებით, ვახტანგ მჟავია სახლიდან 4 მარტს გავიდა და ამის შემდგე ძებნა გამოაცხადეს. მათი თქმით, ბავშვი ავადმყოფი იყო და სახლიდან ხშირად იპარებოდა.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ მჟავია გუშინ, 8 მარტს გლდანის თავშესაფარში გარდაიცვალა.