გუშინ ღამით, ქუთაისი - სამტრედიის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.
ე.წ. ტრაილერისა და "ოპელ - ომეგას" მარკის ავტომობილის შეჯახების შედეგად, მსუბუქი ავტომობილის საჭესთან მჯდომი 34 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ტრაილერის თურქი ეროვნების მძღოლი მძიმე ტრავმებით ქუთაისის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ავტოავარიის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.