დღეს, 9 მარტს, სოფელ დიღომში, დიდგორის ქ. #40, 14:00 საათზე გაიმართება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის სამსახურის შენობის გახსნა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან აცნობეს, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურის მქონე დაწესებულება უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა უფლებების დაცვას - დაკვირვების ქვეშ მყოფი პირებისათვის მოწყობილია ინდივიდუალური საკნები, პირადი ჰიგიენის მოხმარების ნივთები, 24 საათიანი ვიდეო მონიტორინგის სისტემა, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, სათანადო დაცვით უზრუნველყოფილი სასეირნო ტერიტორია.
ფსიქიატრიული ექსპერტიზის სამსახური უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური ექსპერტიზების ჩატარებას საქართველოს მასშტაბით.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, აგრეთვე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.