დღეს, 9 მარტს, 1956 წლის 9 მარტის თბილისში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ 54 წელი გავიდა.
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობაზე კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის მოხსენებამ პიროვნების (სტალინის) კულტის შესახებ, საბჭოთა კავშირის მილიონობით მოქალაქე შეაშფოთა. განსაკუთრებული რეაქცია ხრუშჩოვის გამოსვლას საქართველოში მოჰყვა. საქართველოში მისი "საპროგრამო სიტყვა" ქართველი ერის შეურაცხყოფად აღიქვეს, რასაც თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები მოჰყვა.
ქართველმა სტუდენტებმა თბილისის ქუჩებში სტალინის პორტრეტებით მოაწყვეს მსვლელობა. 7 მარტს დემონსტრანტებს მოსწავლეებიც შეუერთდნენ.
საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეთა რაოდენობამ რამდენიმე ათასს გადააჭარბა.
დემონსტანტებს ინტელიგენციის ნაწილი და მასში მონაწილე ახალგაზრდების მშობლების შეუერთდნენ. 8 მარტს კი დემონსტანტებს მხარდაჭერა თბილისის სხვადასხვა ქარხნისა და ფაბრიკის მუშებმაც გამოუცხადეს.
დემონსტრანტების მოთხოვნები უფრო და უფრო პოლიტიზებული ხდებოდა. გაჩნდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაც. საბჭოთა ხელისუფლებისთვის პროტესტი და დემონსტრანტების მოთხოვნები მიუღებელი იყო. აშკარა ხდებოდა, რომ დემონსტრანტები მოწოდებების საფუძველზე არ დაიშლებოდნენ.
საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ. შეტაკება მშვიდობიან დემონსტრანტებსა და საბჭოთა კავშირის საჯარისო ნაწილებს შორის 9 მარტს ღამით მოხდა.
დაღუპულთა ზუსტი რიცხვი დღემდე უცნობია. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, დაღუპუთა რაოდენობა 100-იდან 1000-მდე მერყებს.