ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა ლოს-ანჟელესის აეროპორტში მომხდარი სროლის შედეგად. ინცინდენტის გამო აეროპორტის მესამე ტერმინალიდან განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია. ეჭვმიტანილი დაკავებულია, იტყობინება ბი-ბი-სი.
აეროპორტის პოლიცის უფროსის განცხადებით, მესამე ტერმინალში ეჭვმიტანილმა გახსნა ჩანთა, ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და დაიწყო სროლა.
ინცინდენტის შედეგად დაიღუპა პოლიცის თანამშრომელი. დაჭრილია შვიდი მგზავრი.
ეჭვმიტალის დაკავების ოპერაცისას აეროპორტში თვითმფრინავების ფრენები შეწყდა. თუმცა მოგვაინებით განახლდა.
მოხდარის შესახებ ინფორმაცია დაუყონებლივ მიეწოდა პრეზიდენტ ობამას.
ლოს ანჟელესის მერის ერიკ გარსეტის განცხადებით, მესამე ტერმინალში მუშაობა ფაქტობრივად განახლდა.
ამ დროისათვის არ ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულის ვინაობისა და ჩადენილი ქმედების მოტივის შესახებ.