კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა ზამთრის ოლიპიურ თამაშებზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა.
როგორც კომპოზიტორმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, სიმღერის პრემიერა, სავარაუდოდ, ორ კვირაში გამართება და მას იურმალაში გამარჯვებული დუეტი "ჯორჯია" შეასრულებს.
"სიმღერას, რომელიც ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას მივუძღვენი, დუეტი "ჯორჯია" შეასრულებს. კლიპის გადაღებაც გვაქვს დაგეგმილი, თუმცა ამ დროისთვის რეჟისორის შერჩევა მიმდინარეობს", - განაცხადა ტატიშვილმა.
მისი თქმით, კლიპის დაფინანსების სურვილი რამდენიმე პირმა გამოთქვა. თუმცა მათი ვინაობის გახმაურებისგან სიმღერის ავტორმა თავი შეიკავა.
13 თებერვალს 21-ე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი სავრჯიშოOდაშვების დროს დაიღუპა. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი, 21 წლის მოციგავე უისტლერის ტრასაზე 150კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგით, ტრასის ბორტს შეეჯახა.