ავტოინსპეციის თანამშრომლებმა შემოწმებისას Jaguar -ის მარკის ავტომობილში, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა, საბრძოლო პისტოლეტი, სრული საბრძოლო მოწყობილობით აღმოაჩინეს.
რუსული მედიია ინფორმაციით, მძღოლი და მასთან ერთად მყოფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე მდგომარეობის გარკვევის მიზნით პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილნი. ფაქტზე „იარაღის უკანონო შენახვის" მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.