8-12 მარტს საქართველოს მომხმარებელთა ფედერაცია და საქართველოს პროფკავშირები ახორციელებენ ერთობლივ პროექტს "მომხმარებელთა კვირეული".
საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის დაAსაქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ერთობლივი პროექტის "მომხმარებელთა კვირეული~ ჩატარება ეძღვნება მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც მთელ მსოფლიოში აღინიშნება ყოველწლიურად 15 მარტს.
პროექტის ძირითადი მიზნებია: 1. მომხმარებელთა უფლებებისა და ეკონომიური ინტერესების დაცვის სფეროში არსებული რეალური მდგომარეობის, პრობლემებისა და პერსპექტივების შესწავლა (მომხმარებელთა უშუალო ჩართულობითა და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით); 2. კვირეულის განმავლობაში მომხმარებლებიდან მიღებული ინფორმაციების შეჯამება, შეფასება/ანალიზი, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება (ცხელი ხაზი 99 78 57); 3. პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული მასალების პრეზენტაცია სახელმწიფო, საერთაშორისო და დიპლომატიური ორგანიზაციებისათვის, კერძო და საზოგადოებრივი სექტორისათვის მასმედიის მონაწილეობით.