ხვალ, 9 მარტს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ავჭალის არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიას გახსნის. ეკლესიას არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ორი წლის განმავლობაში აშენებდნენ.
გახსნას სასხელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, ხათუნა კალმახელიძე დაესწრება.