2013 წლის სექტემბრის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 313 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 97.2% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციოსაზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 2.8% - არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი). ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.985 დონეზე დაფიქსირდა.
ა.წ. სექტემბრის თვეში ზრდა დაფიქსირდა როგორც წინა თვესთან (18.4%-ით), ისე წინა წლის იმავე
თვესთან (57.3%-ით) შედარებით.
2013 წლის სექტემბრის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 20.8%-ით გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 30.5%-ით შემცირდა. განსხვავებული ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 56.5%-ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 89.1%-ით.
ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.986 და 0.953 დონეებზე დაფიქსირდა.
ა.წ. სექტემბრის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2 796 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 64.8%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 375 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 31.9%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 96.7% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 119 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 8 კოოპერატივი, 7 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 5 სააქციო საზოგადოება, 2 უცხოური სამეწარმეო იურიდი ული პირის ფილიალი და 1 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება.