2013 წლის სექტემბრის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლისიმავე თვესთან შედარებით 31.3%-ით შემცირდა და ქვეყნის მასშტაბით 40 513 ერთეული შეადგინა. ა.წ.სექტემბერი 2010-2013 წლების იმავე თვესთან შედარებით უპირატესი კლებით გამოირჩევა: 2010 წლისსექტემბერთან (31 592 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 28.2%-ით, 2011წლის სექტემბერთან (42 283 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 4.2%-ით და2012 წლის სექტემბერთან (59 009 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 31.3%-ით.
წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 1.6%-ით გაიზარდა: კლება დაფიქსირდა პირველადი (10.7%-ით), ხოლო ზრდა - მეორადი (4.7%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციებისრაოდენობაში. 2013 წლის სექტემბრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010 =100) დაფიქსირდა 0.963 დონეზე, რაც ჩამორჩება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.403).აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა უძრავი ქონების როგორც პირველადი(60.2%-ით), ისე მეორადი (18.9%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2013 წლის სექტემბრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 7 102, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 33 411 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად0.642 და 1.078 დონეებზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. სექტემბერში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 82.5%-ს მეორადი, ხოლო 17.5%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2012 წლის სექტემბერში კი - შესაბამისად 69.8% და 30.2%).