2013 წლის 29 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 7 კონცერტი; ფესტივალის მიზანია თანამედროვე მუსიკის სათანადო, მაღალ დონეზე ექსპონირება და გავრცელება. ამ მიზნით ფესტივალი სისტემატურად მასპინძლობს თანამედროვე მუსიკის ექსპერტ-შემსრულებლებს და გამოჩენილ კომპოზიტორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან; წელს ფესტივალი აღნიშნავს ხუთი კომპოზიტორის საიუბილეო თარიღება - რიხარდ ვაგნერი - 200, ჯუზეპე ვერდი - 200, კარლჰაინც შტოკჰაუზენი - 85, დიერდ ლიგეტი - 90, ანდრეი ვოლკონსკი - 80. 2013 წლის ფესტივალის მონაწილეები არიან მუსიკოსები (კომპოზიტორები და შემსრულებლები) საქართველოდან, ისრაელიდან, საფრანგეთიდან: კომპოზიტორები - ფრანსუა-ბერნარ მაში, დან იუხასი, იოსებ ბარდანაშვილი; ანსამბლი Israel Contemporary Players, დირიჟორი ჟოლტ ნადი ალექსეი ლიუბიმოვი; რუსთავის ხელოვნების სკოლის გოგონათა გუნდი; თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის მოსწავლეები; კონსერვატორიის სტუდენტური გუნდი; რეზო კიკნაძე და ანსამბლი "კონსილია"; სიმებიანი კვარტეტი: ელენე შაშიაშვილი, მარიანა კირაკოზოვა, მარიამ ჩიკვაიძე, გვანცა მათიაშვილი; ნუცა კასრაძე; თამარ ჟვანია; ნინო მაისურაძე; მეგი ჩიხრაძე; გიორგი ბერიაშვილი; ვალერიან შიუკაშვილი; ნათია ბერაია; ნანა ხუბუტია; გელა კანდელაკის ჩრდილების თეატრი. ფესტივალის კონცერტები გაიმართება თბილისის კონსერვატყორიის მცირე დარბაზში; საჯარო ლექციები და მასტერკლასები - კონსერვატორიის აუდიტორიებში და ელექტრონული მუსიკის ლაბორატორიაში; ფესტივალის პარტნიორები არიან: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია; თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი; საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; ისრაელის საელჩო საქართველოში, საქართველოს ფნაგული ინსტიტუტი, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი - ნიქოზი გელა კანდელაკის ჩრდილების თეატრი, კინოსტუდია კვალი XXI