განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 50-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ღვაწლმოსილ მასწავლებელს, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორს დოდო ნაზირიშვილს სახლში ეწვია, ქალთა დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ განათლების სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.
"ქალბატონმა დოდო ნაზირიშვილმა მთელი ცხოვრება სკოლას მიუძღვნა და 50 წლის განმავლობაში არაერთი წარმატებული ადამიანი აღზარდა. ქალბატონი დოდო 2009 წლიდან დამსახურებულ პენსიაზე იმყოფება, როგორც მან აღნიშნა იგი სისტემატიურად ადევნებს თვალყურს პროცესებს და განსაკუთრებით ახარებს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმა. სიახლეების მიმდევარი პედაგოგი თავადაც მუდმივ ძიებაში იყო და სწავლების განსაკუთრებულ მეთოდს ფლობდა", - ნათქვამია განათლების სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მადლობა გადაუხადა მხცოვან მასწავლებელს ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, დიდხანს სიცოცხლე უსურვა და აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია მუდამ გვახსოვდეს და პატივს ვცემდეთ ღირსეულ პედაგოგებს.