თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატები საქალაქო სამართლოს გადაწყვეტილებას სანდრო გირგვლისნის საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებენ.
,,მინდა გითხრათ რომ მეხუთე ბრალთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება არის სრულიად დაუსაბუთებელი, უკანონო და უსაფუვძლო. ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამის ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრება", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ბაჩო ახაალიას ადვოკატა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სამართლო ბაჩო ახალაიას სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის აღმკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.