"ქართული დასი" ქალთა კლუბის შექმნის ინიციატორია. კლუბის პრეზენტაციაზე ჯონდი ბაღათურიამ კლუბის მიზნების შესახებ გააკეთა განცხადება.
მისი თქმით, ქალთა კლუბი მსჯავრდებულ ქალებზე, არასრულწლოვან პატიმრებზე, ბავშვთა სახლებზე, დევნილებსა და სოციალურად დაუცველ ფენებზე იზრუნებს.
კლუბის ხელმძღვანელი ჯონდი ბაღათურიას მეუღლე ნათია ფოფხაძეა.
მისი თქმით, კლუბი იმუშავებს ქალების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩასართავად. იზრუნებს მათ პოლიტიკურ განათლებაზე. "ორგანიზაცია ,როგორც ქალთა არასამთავრობო, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას გეგმავს და საქართველოში გენდერული თანასწორობის დამკვიდრებაზე იზრუნებს," - აცხადებს ნათია ფოფხაძე. კლუბის წევრები ყოველთვიურ შეხვედრებს და საქმიანობის შეჯამებას გეგმავენ.