,,საქართველოში წყვდიადის და რეგრესის ძალები ვერ გაიმარჯვებენ, ფეხს ვერ მოიკიდებენ", _განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების შედეგების შეფასებისას.
მისივე განმარტებით, საქართველოს აქვს ძალიან კარგი მომავალი.
,,დარწმუნებული ვარ, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველო შეუქცევადად მიდის თავისი ბუნებრივი გარემოს, ევროპისკენ, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ამომრჩეველი მყარად უჭერს ამ კურსს მხარს, იმ პირობებში, როდესაც ბოლო წლებში გაიზარდა ჩვენი თანამემამულეების თაობა, გამოჩნდა დიდი ჯგუფი, რომელმაც ფეხი აუწყო ახალ რეალიებს, საბოლოო ჯამში საქართველოში წყვდიადის და რეგრესის ძალები ვერ გაიმარჯვებენ, ფეხს ვერ მოიკიდებენ. ყველა სიძნელე დროებითია და ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას. ჩვენ, ყველამ პატივი უნდა ვცეთ არჩევნების შედეგებს და მინდა ყველას ვუთხრა, ვისაც ამ ეს არჩევნების შედეგები არ მოსწონს, ნუ ჩამოუშვებთ ხელებს, ყველანაირი უკან დახევა არის დროებითი. საქართველოს აქვს ძალიან კარგი მომავალი, გადავლახავთ ყველა სიძნელეებს, ავინაზღაურებთ დაკარგულ დროს და გავაგრძელებთ სვლას უკეთესი მომავლისკენ", -განაცხადა სააკაშვილმა.