უკრაინული კომპანია SOCIS-ის მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლში მონაწილეობაზე შემთხვევით შერჩეული რესპოდენტების 37%-მა უარი განაცხადა, რის გამოც, შესაძლოა, კვლევის რეალური  შედეგი გარკვეულწილად განსხვავებული აღმოჩნდეს. 
კომპანია SOCIS-ისმა საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" და გაზეთ "პრემიერის"  დაკვეთით მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. 
SOCIS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია ,,ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი 65%-იანი მხარდაჭერით  ლიდერობს. მეორე ადგილზეა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე 16%-ით, ხოლო ,,დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს ნინო ბურჯანაძეს კი,  9%-იანი მხარდაჭერა აქვს. 
კვლევა ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენისა" და გაზეთ „პრემიერის" დაკვეთით კომპანია SOCIS-მა ჩაატარა. ეგზიტპოლი  საქართველოს მასშტაბით 152 საარჩევნო უბანზე ჩატარდა და საერთო ჯამში  გამოიკითხა 12 100 ამომრჩეველი.