საპრეზიდენტო არჩევნების დღეს გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ საინფორმაციო ბრიფინგი გამართა წინასაარჩევნო სააგიტაციო ფონის წინ, რომელზეც გარკვევით ჩანდა კანდიდატის საარჩევნო ნომერი, სახელი და გვარი, რითაც დაარღვია კენჭისყრის დღეს აგიტაციის აკრძალვის წესი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძის წარმომადგენელმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ირაკლი ჭყოიძემ ცესკოში განცხადება-საჩივარი შეიტანა.