სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" დაკვეთით, საერთაშორისო კომპანია GfK საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, საზოგადოებრივი აზრის კვლევას განახორციელებს.
შედეგებს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოაცხადებს.
ეგზიტპოლების შედეგებს კომპანია GfK ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ვადიმ ვოლოსი 27 ოქტომბერს, 20:00 საათზე, "თბილისი-მერიოტში" დაგეგმილ პრესკონფერენციაზე წარმოადგენს.