ავიაკომპანია Wizz Air -მა უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისების განხორციელება ვერ შეძლო. აღნიშნულის მიზეზი კი უკრაინის რთული მეტეოროლოგიური პირობები გახდა, რის გამოც ავიაკომპანიებმა უკრაინის და ხარკოვის აეროპორტებიდან ავიარესების განხორციელება ვერ მოახერხეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს უკრაინიდან საქართველოში, ქუთაისის მიმართულებით ფრენა ვერ შედგა.
როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, დღეს კიევიდან და ხარკოვიდან ავიაკომპანია Wizz Air -მა ფრენების განხორციელება ვერ შეძლო, რადგანაც რთული მეტეოროლოგიური პირობები, ავიაკომპანიებს საშუალებას არ აძლევს ავიარეისები განახორციელონ. აეროპორტში განმარტავენ, რომ მგზავრებს პრობლემები არ შეექმნებათ, ისინი უკვე გადანაწილებულნი არიან სასტუმროებში და უახლოეს პერიოდში ავიაკომპანია მათ საქართველოში ჩამოყვანას უზრუნველყოფს.
თუმცა როგორც ირკვევა, უკრაინიდან თბილისის მიმართულებით ფრენა გეგმის მიხედვით განხორციელდა. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, დღეს დილით ბორისპოლის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით რეისი „ უკრაინის ავიახაზებმა" განახორციელა.