დედაქალაქის მეორობის კანდიდატმა, პოლიტიკური გაერთიანება "სახალხო დემოკრატების" ლიდერმა, ნიკა ივანიშვილმა მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრებ მანდილოსნებს 8 მარტი მიულოცა.
ნიკა ივანიშვილი ჯავის ქუჩაზე მდებარე თავშესაფარს - "სათნოება სათნოთათვის" წევრებთან ერთად ეწვია და იქ მყოფ ქალბატონებს ყვავილები და ტკბილეული მიართვა.
ივანიშვილის განცხადებით, თავშესაფარში სტუმრობა მეტად მნიშვნელოვანი იყო.
"ამ დამსახურებული ადამიანებისადმი გამოხატული ყოველი სითბო მათი სიცოცხლის გახანგრძლივების საწინდარია", - განაცხადა ივანიშვილმა.
დედაქალაქის მეორობის კანდიდატი აცხადებს, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და თავშესაფართან მიმართებაში მომავალში კონკრეტული პროექტები განახორციელდება.
თავშესაფრის დირექტორის, დარეჯან ტატუაშვილის განცხადებით, თავშესაფარის ერთადერთი პრობლემა მიმდინარე ეტაპზე ელექტროენერგიის გადასახადია.
როგორც ტატუაშვილმ აღნიშნა, მედიკამენტებით თავშესაფარს სააფთიაქო ქსელი "პე-ეს-პე" ეხმრება.
თავშესაფარში 28 მოხუცი ცხოვრობს.