ვაჟა-ფშაველას #47 მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, აფეთქება საცხოვრებელ კორპუსთან, ღამის 01:00 საათზე მოხდა. ინციდენტის შედეგად არვინ დაშავებულა. თუმცა, დაზიანებულია რამდენიმე ავტომანქანა და სახოვრებელი სახლების შუშებია ჩამტვრეული.
სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ, თუმცა ამ დრომდე აფეთქების გამომწვევი მიზეზები არ სახლედება.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას მოგვაინებით გაავრცელებს.