საქართველოში 8 მარტს დაბადებული 16 522 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 10 125 ქალბატონია (61%), ხოლო - 6 397 (39%) მამაკაცი. შესაბამისი მონაცემები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ გამოაქვეყნა.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველომ კვლევა 8 მარტის, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩაატარა.
კვლევა გაცემული დოკუმენტების საფუძველზე განხორციელდა. სულ საქართველოში რეგისტრირებულია 4 369 637 მოქალაქე. აქედან 52% ქალია, ხოლო მამაკაცი 48%.