დღეს, 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
8 მარტი არის ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული.
პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტური პარტიის დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა.
ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესი, რომელმაც მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახადა ცნობილი, იყო ნიუ-იორკიში, 1911 წელს თრიანგლე შჰირტწაისტ საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი), რომელმაც 140-ზე მეტი ქალი იმსხვერპლა.
იდეა ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნისა თავდაპირველად მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში და მე-20 საუკუნის დასაწყისში დასაწყისში დაიბადა. სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში, რომელმაც მასობრივი პროტესტები გამოიწვია მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო.
ერთ-ერთი პირველი ასეთ პროტესტთაგანი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტის მიზეზი ძალზე მწირი ხელფასი და გაუსაძლისი სამუშაო პირობები იყო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციის მიერ დარბეული იქნა. ორი წლის შემდეგ იმავე თვეს სწორედ ამ ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.
1910 წელს კოპენჰაგენში ჩატარდა პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია სოციალისტ-ინტერნაციონალის მიერ. ამ ყრილობაზე დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე გავლენიანი გერმანელი სოციალისტი კლარა ცეტკინის ინიციატივით. მომავალ წელს ამ დღეს ქალთა სოლიდარობის მიზნით მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში.