სწრაფი გადახდის ბიზნესი შველას ამჯერად სებ-სგან ითხოვს. სწრაფი გადახდების კომპანიების წარმომადგენლებმა დღეს სებ-ის შენობასთან აქცია გამართეს მათ მიმართ ქმედითი ღონისძიებების გატარება მოითხოვეს. თავად სებ-ში კი განმარტავენ, რომ არსებული პრობლემის შესახებ ინფორმაციას ფლობენ და უახლოეს დღეებში აღნიშნულ თემაზე, სებ-ის საკუთარ ოფიციალურ პოზიციას განასაჯაროვებს.
„სებ-მა საკმაოდ დიდი სამუშაო გაწია პრობლემის შესწავლის მიზნით, ჩვენი პოზიცია ცნობილია, როგორც სწრაფი გადახდის კომპანიების წარმომადგენლებისთვის, ისე კომერციული ბანკებისთვის. უახლოეს დღეებში ჩვენ ვგეგმავთ საჯარო განცხადების გაკეთებას და სწორედ მაშინ გახდება ცნობილი ჩვენი ოფიციალური პოზიცია"- განმარტავს სებ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი კახა ბარაბაძე.
თავად სწრაფი გადახდის ბიზნესი კი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის უნიათო პოლიტიკის შედეგად კარტერული გარიგებებითა და კორუფციული ქმედებებით საგადასახადო ბაზარზე მონოპოლური სქემა შეიქმნა.
„ამან ჩვენი კომპანიები (რომელთა საერთო რიცხვი 2 000-ზე მეტია, ხოლო დასაქმებულია და შემოსავალს იღებს 10 000-ზე მეტი ადამიანი) გაკოტრებისა და სამუშაო ადგილების დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენა. სხვადასხვა მაქინაციის საშუალებით ჯერ ''საქართველოს ბანკმა'' ხელში ჩაიგდო თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის (მეტროპოლიტენი, ავტობუსები და მიკროავტობუსები) გადახდები და მილიონობით ლარს ექსკლუზიურად იღებს. ამ სქემაში იგი სპეციალურად შექმნილი შვილობილო კომპანიების საშუალებით მონაწილეობს. 2006 წელს გამოცხადებული ტენდერი მოგებული აქვთ კომპანიებს, რომლებიც 2007 წელს შეიქმნა.
''საქართველოს ბანკი'' გადასახადის გადამხდელების მიერ გადახილი მილიონობით ლარს მისი კონკურეტნების საწინაამღდეგოდ კანონგარეშედ იყენებს. ბანკის მიერ ნულოვანი საკომისიო დაწესებულია მხოლოდ გადახდის ტერმინალებზე და მომხმარებლის მოტყუებაა, როცა აცხადებენ, რომ ერთი უდრის ერთს. ამ ქმედებებს წინ უსწრებდა მის მეირ ''ნოვა ტექნოლოჯის'' მითვისების უამრავი მცდელობა აქციათა საეჭვო ვითარებაში შეძენის, კომპანიის გენერალური დირექტორის და სხვა მენეჯერების გადაბირების, ასევე საბანკო მომსახურეობაზე კაბალური პირობების დაწესების ჩათვლით.
ბოლო პერიოდში ამ ყველაფერს დაერთო ''თი-ბი-სი'' ბანკის გადაწყვეტილებაც, რომელიც ასევე დემპინგური ფასებით აპირებს რეგიონების ათვისებას. პრაქტიკულად, ქვეყნის 2-მა უმსხილესმა ბანკმა საქართველოს მთელი ტერიტორია გადაინაწილა და ჩვენი ბიზნესის არსებობისათვის პრაქტიკულად ადგილი არ დატოვა. ეს რომ კანონიერი და სამართლიანი გზით კეთდებოდეს, ჩვენ ხმას არ ამოვიღებდით. მაგრამ ის რომ კანონი უხეშად ირღვევა რომ ხდება, გვაიძულა ქუჩაში გამოვსულიყავით.
ბაზარზე არსებული უმძიმესი მდგომარეობის შესახებ ბანკების მიერ წართმეული ბიზნესის წარმომადგენლებმა მთავრობას არაერთხელ მივმართეთ. მათმა უყურადღებობამ გვაიძულა დღეს ქუჩაში გამოვსულიყავით. ამ აქციით კიდევ ერთხელ და საჯაროდ ვაფიქსირებთ რომ ჩვენ მზარდ ვართ დიალოგისთვის და ვითხოვთ მთავრობის მხრიდან უსწრაფეს რეაგირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში 10 ათასი ადამიანი შემოსავლის დაკარგავს. ეს კი მძიმედ დააწვება ისედაც გართულებულ სოციალურ მდგომარეობას"- ნათქვამია სწრაფი გადახდების კომპანიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.