სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და საფეხბურთო კლუბი „გაგრა" დალოცა.
კერძოდ, კი პარიარქმა ყოვლად წმინდა სამაბის საკათედოს ტაძარში ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულზე #1-ელი ექსპერიმენტული, #15-ე, #81-ე, #166-ე, #38-ე, #65-ე, #119-ე, #118-ე, #80-ე, #207-ე და #218-ე საჯარო სკოლები, ასევე საავიაციო ინსტიტუტი და საფეხბურთო კლუბი „გაგრა" დალოცა.
დღესვე უწმინდესმა ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის" წევრები დალოცა, რომლებიც სამების საკათედრო ტაძრიდან ნარიყალას წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრისკენ მსვლელობას აწყობენ.
~დავითიანის~ ინიციატივით ნარიყალას მთის ფერდობზე, ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულის აღსანიშნავად, ჯვარი აღიმართება.