პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, თუ ოპოზიცია თბილისის მერის გიგი უგულავას წინაასარჩევნო კამპანიას თავის საკვანძო ლოზუნგებს არ დაუპირისპირებს თავს მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდებს.
~გიგი უგულავასთან ოპოზიციას მცირე შანსები, რომ ჰქონდა ეს ადრე ჩატარებულმა გამოკითხვებმაც დაადასტურა. მას შემდეგ კი, რაც ოპოზიციამ კონსოლიდაცია ვერ მოახერხა ეს შანსები კიდევ უფრო შემცირდა, მაგრამ ეს მდგომარეობა ჯერ კიდევ ფატალურად არ შეიძლება ჩაითვალოს. ჩვენს ქვეყანაში თუ აქტიურად იმოქმედებ რეიტინგებში ~გადატრიალება~ ხანდახან ორ თვეში კი არა, ორ დღეში ხდება~, - განუცხადა ~ჯი-ეიჩ-ენს~ საყვარელიძემ.
პოლიტილოგის შეფასებით, მაშინ, როდესაც უგულავა მოქმედი მერია და მის მიერ გაკეთებული ყველა საქმის გაპიარება ხდება, ოპოზიციას მხოლოდ კონკრეტული ლოზუნგების დაპირისპირების საშუალება დარჩა.
~საქართველოში საარჩვენი პროგრამის წამკითხავი ელექტორატი არ არის, მაგრამ აუცილებელია საკვანძო ლოზუნგების შემუშავება, რომლითაც კანდიდატი ამომრჩეველს თავს დამახსოვრებს. მიხეილ სააკაშვილამ თვის დროზე საარჩვენო კამპანია ერთ სიტყბაზე - კორუფციაზე ააგო, რომელმაც კარგად იმუშავა. ასეთი ლოზუნგებით ბრძოლა აუცილებელია და ოპოზიცია რაც უფორ ადრე დაიწყებს მით უკეთესი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში თავს ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდებს~, - აღნიშნა საყვარელიძემ.
საქართველოში 30 მაისს თვითმართველობის და თბილისის მერის არჩვენები გაიმართება. ე.წ. პრაიმერის ინიცატორი პარტიები კი თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შესარჩევად სოციოლოგიურ გამოკითხვას 8 მარტიდან დაიწყებენ.