ექსპერტ სოსო ცინცაძის შეფასებით, თბილისის მერის არჩვნებში გიგი უგულავასთან ოპოზიციის არც ერთ ლიდერს გამარჯვების შანსი არ აქვს.
~ოპოზიციის ე.წ. ერთიანი კანდიდატის სახელით სავარაუდოდ ირაკლი ალასანია ან ლევან გაჩეჩილაძე წარდგება. თუმცა, მათ საარჩევნო კამპანიის დაწყება ისე დააგვიანეს, რომ არამგონია რომელიმე მათგანს თბილის მოქმედ მერთან გამარჯვების რაიმე შანსი ჰქონდეს~, - განაცხადა ~ჯი-ეიჩ-ენთან~ საუბრისას სოცოს ცინცაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია ზაფხულში საერთო კანდიდატზე, რომ შეთანხმებულიყო და კარგი საარჩვენო კამპანია ეწარმოებინა, დედაქალქის მერთან კონკურენციის შანსი კიდევ დარჩებოდათ.
~ამ დრომდე არც ერთ ოპოზიციის კანდიდატს მოსახლეობისთვის თავის პროგრამა არ გაუცვნია. მათ აქცენტი მხოლოდ კრიტიკაზე გააკეთეს, მაგრამ თვითონ ხალხს რას სთვაზობენ ამის შესახებ არაფერს არ იძახიან. ეს კი მათ ამომრჩვენელთა რიცხვს კიდევ უფრო შემცირებს~, - აღნიშნა ცინცაძემ.
ექსპერტის შეფასებით, როცა ოპოზიცია შეთანხმებას ელემენტარულ საკითხებზეც ვერ ახერხებს, მის კანდიდატს მხარს მოსახლეობა ნაკელებად დაუჭერს.