საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისი და უნეტარესის ილია მეორის განცხადებით, საქართველოში ჯარი მძიმეა, როცა ქვვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია.
ამის შესახებ პატრიარქმა დღეს, ყოვლად წმინდა სამაბის საკათედოს ტაძარში ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულზე ქადაგებისას ისაუბრა.
~ჯვარი საქართველოში მუდამ მძიმე იყო. დღესაც ასეა, როცა ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის დღე მალე დადგება, როცა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კვლავ დაგვიბრუნდება. მათთვის და ჩვენთვის ეს საჭიროა. ეს იქნება ღვთის ნება. ეკლესია გვასწავლის, რომ ყველა ადამიანი არის ჯვრის ქვეშ და ეს ჯვარი არის მძიმე; ადამიანმა უნდა მოიკრიბოს მთელი ძალა, სულიერი და ფიზიკური, რათა ამ ჯვრის ქვეშ არ დაეცეს. როცა ადამიანს უჭირს, მან უნდა სთხოვოს უფალს, უფალო, მე აღარ შემიძლია მეტი, მოდი ჩემთან და უფალი მივა და დაეხმარება", - ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა ქადგებისას.
პატრიარქის განცხადებით, ქართველი ადამიანი ბუნებით შემწყნარებელია და მეგობრული და ძმური გრძნობა აფხაზებისა და ოსების მიმართ კვლავ აქვს, ისევე, როგორც ეს იყო ადრე.
~ადამიანმა თავად უნდა შექმნას თავისი ჯვარი. ვერტიკალური - ეს არის სწრაფვა ღვთისადმი და ჰორიზონტალური -არის ურთიერთობა ადამიანებს შორის. ჯვრის ქვეშ არ დაეცეთ. მოიპოვეთ მადლი ღვთისა და სული წმინდისა და ის დაგეხმარებათ. არ ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში", - დასძინა ილია მეორემ.