ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, პარლამენტში დეპუტატებს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად პრინციპებსა და პრიორიტეტებს აცნობს. ხადურის განცხადებით დროა ბიუჯეტი მთავრობის ხელში გადავიდეს, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს. ბიუჯეტის პროექტის განხილვა და კონსულტაციები დანარჩენ მინისტრებთან ერთადაც მოხდება.
ხადური აქვე დაგროვითი პენსიის თემას შეეხო და აღნიშნა რომ ქვეყანაში საპენსიო სისტემა არ არსებობს და ეს ხანში შესულთათვის სოციალური დახმარება უფროა.
,,რაც შეეხება დაგროვით პენსიას, ,,ნაციონალურმა მოძრაობა" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მიიღო გადაწყვეტილება და გააუქმა აღნიშნული კანონმდებლობა. რაც უფრო გვიან დავიწყებთ მზადებას დაგროვებით პენსიაზე გადასვლაზე, მით უფრო გვიან იქნება პენსია ქვეყანაში. დღეს პენსია არ გვაქვს თავისი არსით. დღეს სოციალური დახმარება გვაქვს ხანში შესულთათვის და ჩვენ უნდა დავამკვიდროთ საქართველოში, საპენსიო სისტემა და ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია."-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.