საკანონმდებლო ორგანოში დღეს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ელოდებიან.
მინისტრი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომას დაესწრება და დეპუტატების წინაშე "საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" მომზადებული მოხსენებით წარდგება.
კომიტეტის სხდომაზე 2014-2017 წლების ქვეყნის ბიუჯეტის ძირითად მიმართულებებს განიხილავენ.
მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი პრიორიტეტები კვლავ ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება.