თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის ფოტოგრაფი ირაკლი ღუღუნიშვილი ემსხვერპლა.
ახალგაზრდა ფოტოგრაფი მოტოციკლით მოძრაობდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. როგორც მედპერსონალი აცხადებს მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.