სახალხო დამცველის აპარატი ქსნის კოლონიაში ხანძრის დროს დაღუპული პატიმრის, ბესარიონ ავსაჯანიშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ომბუცმენის აპარატიდან აცნობეს, სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად კოლონიაში პრობლემები მოუგვარებელი დარჩა, რასაც ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
"სახალხო დამცველის საპარლამენტო მოხსენებაში ქსნის კოლონიაში არსებული რთული ვითარება აღწერილია. 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიშში, სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, ომბუცმენმა კოლონიაში არსებულ უსაფრთხოების პრობლემებზეც ისაუბრა და კონკრეტული რეკომენდაციებით საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიმართა, რომელიც სამინისტრომ არ გაითვალისწინა~, - ნათქვანია სახლხო დამცველის აპრატის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, სახალხო დამცველის რწმუნებულები ქსნის კოლონიაში უკვე იმყოფებოდნენ, სადაც შექმნილი ვითარება ადგილზე გაეცნენ.
შეგახსნებთ, რომ ქსნის კოლონიაში ხანძარი 6 მარტს მოხდა, რომლის შედგად ერთი მსჯავრდებული, 1966 წელს დაბადებული ბესარიონ ავსაჯანაშვილი დაიღუპა, სხვა მსჯავრდებულები არ დაშავებულან. დამწვარია ერთი კარავი, ერთი „ბარაკი" და სასადილოს შენობა, რომელსაც საცხოვრებელ სადგომად იყენებდნენ.