კოალიცია ,,ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს.
"ეს არჩევნები გაგრძელდება იმით, რომ ქართული საზოგადოება 27 ოქტომბერს ხმას მისცემს იმ გზას, რომელიც დაისახა გასულ წელს, ხმას მისცემს ბიძინა ივანიშვილის კოალიციას და მე, როგორც მის საპრეზიდენტო კანდიდატს. პირველ ტურში ეს დასრულდება, მეორე ტური არ იქნება, იმიტომ, რომ არსებული სტატისტიკით ეს შეუძლებელია. მაგრამ თუ მოხდა საოცრება და ქართველი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე არ მივიდა, ვეღარ ვხედავ აზრს იმაში, რომ მეორე ტურში მონაწილეობა მივიღო",- განაცხადა მარგველაშვილმა.