საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი თურქეთში იმყოფება, სადაც დღეს, სტამბულში მუშაობა დაიწყო ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ასოციაციის - ევროპალატის გენერალურმა ასამბლეამ, რომელსაც ევროპალატის წევრის სტატუსით ესწრება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია. ასამბლეაზე ევროპალატის წევრები ახალ პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტსა და დირექტორთა საბჭოს აირჩევენ.
პარალელურად, ევროპალატის ორგანიზებით, თურქეთის დედაქალაქში იმართება საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი სახელწოდებით „ინვესტიციები ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის," რომლის ძირითადი თემებია: საშუალო და მცირე ბიზნესის ჩართვა საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში, ფინანსური რესურსებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა, სავაჭრო-სამრეწველო პალატების როლის გაძლიერება საერთაშორისო ეკონომიკურ თანამშრომლობის კუთხით და სხვა.
ევროპალატის ეკონომიკური ფორუმი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმაა სავაჭრო პალატებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისათვის.
ფორმუში ევროკავშირის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტები, მათ შორის, ავსტრიის, სერბეთის, ხორვატიის, პოლონეთის, ლუქსემბურგის სამეფოს, ბოსნია-ჰერცოგოვინას, მონტენეგროს, თურქეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და ბელორუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელები.